- 2026-10-07
- ავტორი tskaltubo
- Category: მერიის ანონსი
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის, ინიციატივით ცენტრალურ პარკში სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სკვერი გაიხსნა და მემორიალური ქვა დაიდგა.
გახსნის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის დელეგატი გივი ჭიჭინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი დაესწრნენ.
„გვინდა, ჩვენი ქალაქის სახელით პატივი მივაგოთ მისი უწმინდესობის, ილია II-ის, ხსოვნას, მის უდიდეს ღვაწლსა და იმ ფასეულობებს, რომელთა დამკვიდრებასაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ეს სკვერი იქნება არა მხოლოდ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილი ადგილი, არამედ ჩვენი პატივისცემის, მადლიერებისა და სულიერი მემკვიდრეობის სიმბოლო“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
სასტუმრო „პრომეთეში“ მოეწყო მხატვარი დების – ნონა და ხათუნა ბადირეიშვილების პერსონალურ გამოფენა „არქიტექტურული მემკვიდრეობა ტექსტილში“. ხელოვანებმა წყალტუბოს არქიტექტურით შთაგონებული ნამუშევრები წარმოადგინეს.
დღესვე გაიმართა წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის, შილუტეს (ლიეტუვა), დელეგაციის ოფიციალური მიღების ცერემონია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ უნგენის მერიის, მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის (მოლდოვა), ორგანიზაცია „ტექნოპოლ გალაცის“ (რუმინეთი) და რიზეს მუნიციპალიტეტის (თურქეთი) წარმომადგენლები.
დღის ბოლოს აკუსტიკური ჯაზ-ბენდის კონცერტი გაიმართა