დიდი კალათბურთელები წყალტუბოში

წყალტუბოს სპორტის სასახლეში სტარტი აიღო იმერეთის საკალათბურთო ჩემპიონატმა 18, 16, 14 და 12 წლამდე ასაკის გუნდებს შორის, რომელშიც იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტია ჩართული. ჩემპიონატში მონაწილეობს 35 გუნდი, რაც ჯამში დაახლოებით 600-მდე ახალგაზრდა სპორტსმენს აერთიანებს.
შეხვედრებს ოლიმპიადის პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი, ძველი თაობის ცნობილი კალათბურთელები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი ესწრებოდნენ.
ჩემპიონატი გრძელვადიანია და გაზაფხულზე დასრულდება, რის შედეგადაც რეგიონის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონები გამოვლინდებიან.