იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისი შეთანხმების საკითხზე.
კომისიამ განიხილა სოფელ გუმბრაში მე-18 ქუჩისათვის არქიმანდრიტ სოგრატი ჭულუხაძის სახელის და ასევე, ქ. წყალტუბოში, გ. წითლანაძის ქუჩისათვის ილია II-ის სახელის მინიჭების საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოს გეოგრაფიული ობიექტის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხზე.
აგრეთვე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.