- 2026-10-30
- ავტორი tskaltubo
- Category: მერიის ანონსი
2026 წლის 9 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, მუნიციპალიტეტის სახელით, ხელი მოაწერა „Rockefeller Philanthropy Advisors, Inc. (RPA)“-თან 2026 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებულ საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მუნი
ციპალიტეტს „Bloomberg Philanthropies“-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამის „Youth Climate Action Fund“ („ახალგაზრდული კლიმატის ფონდი“) ფარგლებში გამოეყო 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის გრანტი.
პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას ადგილობრივი კლიმატური გამოწვევების გადაჭრაში. საგრანტო თანხა ძირითადად მოხმარდება ახალგაზრდების მიერ ინიცირებული და განხორციელებული კლიმატური პროექტების დაფინანსებას.
საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2027 წლის 14 აპრილის ჩათვლით.