საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა დღის წერიგით გათვალისწინებული 2 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს 2026-2027 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ჩხეიძე ესწრებოდნენ.