საკრებულოს თავმჯდომარის თეიმურაზ ჭეიშვილის 2026 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა, საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას 2026 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ჩატარებული საკრებულოს სხდომების, ასევე მისი მონაწილეობით ფრაქციისა და კომისიების მუშაობის ფარგლებში გამართული სხდომებისა და შეხვედრების შესახებ.
თეიმურაზ ჭეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქმიანობის შედეგად მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და 2026 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.
ანგარიშის წარდგენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის წლიური ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tskaltubo.gov.ge/wp-content/uploads/2026/11/theimuraz-tcheishvilis-angarishi-1.pdf