- 2026-11-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
26 ნოემბერს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-ს მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
2. 80 (ოთხმოცი) ერთეული ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერის, რომელთა ღირებულება შეადგენს 86144 (ოთხმოცდაექვსი ათას ას ორმოცდაოთხი) ლარს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი“ -სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
3. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის N8 (გ-49.4926028001) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის N9 (გ-49.49260288) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
5. 2027 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის მიზნით დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/