- 2020-11-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” განხორციელების მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორების: წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საკითხები. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა სამიზნე თემებში ნარჩენების სეპარირების ტექნიკური აღჭურვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების საჭიროებებზე.
შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმები ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების აქტიურად დანერგვისათვის, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციისა და დასუფთავების აქციების ორგანიზებისათვის, აქცენტი გაკეთდა კოვიდ-19- თან მიმართებით არსებული რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ახორციელებს საერთაშორისო პროექტს “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის”, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წლების პროგრამის მიერ. პროექტი სრულად შესაბამისობაშია საქართველოს მიერ ევროკავშირთად ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან და პასუხობს მთავრობის პრიორიტეტებს გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროებში. პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება წყალტუბოს ცნობადობაც, რომელიც როგორც პროექტის წამყვანი პარტნიორი თანამშრომლობს სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლობასთან და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ “სპექტრთან “. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 780 701.00 ევრო, აქედან გრანტი – 718 244.92 ევროა.