- 2020-09-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ხელოვნების არტ ფესტივალი მიმდინარეობს.
ფესტივალის ფარგლებში საკონცერტო დარბაზ “ივერიასთან” – ღია ცის ქვეშ, წყალტუბოს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ცნობილმა მუსიკოსებმა კახა ცაბაძემ, გია ქობულაშვილმა, ლევან გოცირიძემ, გიგა თაგაურმა, კლასიკური მუსიკის საღამო გამართეს.
კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, და ქართველი კომპოზიტორების კახა ცაბაძის, გია ყანჩელის, ალექსანდრე მაჭავარიანის ნაწარმოებები.
ფესტივალის ფარგლებში იმავე დღეს კერამიკის ვორკშოპის შედეგების პრეზენტაციაც მოეწყო. პრეზენტაცია კერამიკოსმა ირინა ჯიბუტმა წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა. ასევე გამოვიდა ვორკშოპის “სამზარეულოს რეცეპტების წიგნი” ნინუცა შატბერაშვილთან და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად.
წყალტუბოს ხელოვნების არტ ფესტივალი უკვე მე -7 წელია შვეიცარიის საელჩოს ეგიდით ტარდება. ” პანდემიის პირობებში წელს მოკრძალებულად მიმდინარობს, თუმცა აქტივობები საინტერესო გამოვიდა. მიხარია რომ დღეს ასეთი დიდი მუსიკოსები სტუმრობენ წყალტუბოს”- აღნიშნა არტ ფესტივალის ორგანიზატორმა, წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის ხელმძღვანელმა ლალი გრიგოლავამ.
კონცერტის შემდეგ ფეტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს წყალტუბოს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა, სამუსიკო სკოლის დირექტორმა მარინა კვერნაძემ, კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ და აღნიშნეს , რომ წყალტუბო განსაკუთრებულად ლამაზი ქალაქია და ყოველთვის მზად არის უმასპინძლოს სახელოვნებო ფესტივალებს.