- 2020-10-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
2 ოქტომბერს, ეროვნული ვალუტის მიმოსვლიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმში, (პირველი სახელმწიფო ბანკის მმართველის იასონ ლორთქიფანიძის მამულში ) სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა.
ლექციაზე საქართველოს საპატიო ბანკირმა, ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონალურმა მენეჯერმა 1992-2010 წლებში რევაზ რობაქიძემ ჩვენი ქვეყნის „პასპორტის“ ლარის ისტორიაზე საინტერესო ამბები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იასონ ლორთქიფანიძის სამუშაო ოთახში დევს ყუთი და ყულაბა, რითაც საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოვიდა პირველი ქართული ლარის დაბეჭდილი კუპიურები.
“ძალიან რთული პერიოდი გახლდათ 90-იანი წლები, პირველად შემოვიდა 3 მილიარდი ლარი ფოთიდან სწორედ ასეთი ლარის კუპიურები ყუთით და მონეტებისთვის ყულაბით და 25 წლის წინ. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა ლარი და 2 ოქტომბერს შევიდა მიმოქცევაში, უკვე ჩვენ გვქონდა ჩვენი „პასპორტი“ მსოფლიო სავალუტო სამყაროში და ეს თარიღი მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, “ – განაცხადა რევაზ რობაქიძემ.