- 2020-10-30
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
მაღლაკის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე გუბისწყლის მარცხენა მხარეს. ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზაზე.
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში. სოფელში დგას XIX საუკუნის ეკლესია. 2014 წლისთვის მაღლაკის მოსახლეობა შეადგენდა 4126 ადამიანს.
მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში 2012 წლიდან 2020 წლის ჩათვლით
განხორციელდა სოფლის სრული გაზიფიკაცია. 1550 ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი.
სოფლის ტერიტორიაზე დაიგო 32კმ სიგრძის ცენტრალური და შიდა გზა. ამჟამად მიმდინარეობს ზედა მაღლაკის, ტყეშელაშვილების და კვერნაძეების უბანში 1,7 კმ სიგრძის ბეტონის გზის მშენებლობა.
კაპიტალურად გაიწმინდა 24კმ სიგრძის სარწყავი არხი. მოეწყო ჩამკეტი ფარები და მილხიდები.
სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა. უახლოეს პერიოდოში 800 ოჯახი მიიღებს სასმელ წყალს.
აშენდა ორი ახალი სპორტული მოედანი. კაპიტალურად შეკეთდა 6 მინი სპორტული მოედანი.
კაპიტალურად შეკეთდა N2 და N3 საჯარო სკოლები. თანამედროვე დონეზე მოეწყო სამივე სკოლის საპირფარეშოები. ბეტონის დეკორატიული ღობით შემოირაგვა ზედა მაღლაკის N3 საჯარო სკოლა.
2012 წლიდან უფასო გახდა ს/ბაღში სწავლა-აღზრდის საქმე. დეკორატიული ღობით შემოირაგვა ს/ბაღის ეზო. კაპიტალურად შეკეთდა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებით აღიჭურვა სამზარეულო. ს/ ბაღს გაუკეთდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ს/ბაღი უზრუნველყოფილია სასმელი წყლითა და ბუნებრივი აირით. აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით გაზის ღუმელები შეიცვალა ელექტრო ღუმელებით. ს/ბაღში აღსაზრდელმაა კვება ოთხჯერადი გახდა.
მდინარე გუბისწყალზე აშენდა თანამედროვე ტიპის ახალი ხიდი. სოფელში შეკეთდა 4 ხიდი.
სოფელში სხვადასხვა უბნებზე მოეწყო 23კმ სიგრძის გარე განათება.ამჟამად პეპუების უბანში მიმდინარეობს 1 კმ სიგრძის გარე განათების მოწყობა.
ბეტონის დეკორატიული ფილებით შემოიღობა კულტურის სახლის და ამბულატორიის ეზო. კაპიტალურად შეკეთდა სოფლის ამბულატორია და ადმინისტრაციული შენობა.
კაპიტალურად შეკეთდა კულტურის სახლის, ცეკვის დარბაზი.
კულტურის სახლის ეზოს გაუკეთდა ახალი ჭიშკარი. მოეწყო მცირე დარბაზი. კაპიტალურად შეკეთდა ამბულატორიის და კულტურის სახლის საპირფარეშო. ამბულატორიაში შეყვანილი იქნა წყალი.
დეისაძეების უბანში მოსახლეობის ინიციატივით აშენდა ერთი ახალი ეკლესია. საფუძველი ჩაეყარა ოქონის ეკლესიის მშენებლობას. შესაბამისი დაფინანსება გაკეთდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
სოფელში შემოყვანილი იქნა ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტი, ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის ინტერნეტი.
სოფლის ტერიტორიაზე აშენდა 7 თანამედროვე ტიპის მოსაცდელი.
2021 წლისთვის დაპროექტებულია 7,5კმ სიგრძის შიდა გზის დაგება, რომელიც მოიცავს ჟორჟოლიანების, პეპუების, ხაზარაძეების, დეისაძეების, ბიბილეიშვილების, კოსტავების და მიწაწითლის უბანზე ასფალტის დაგებას. მშენებლობა დაიწყება გაზაფხულზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლისთვის დააპროექტა ზედა მაღლაკში ჩეჩელაშვილების, კაკაურიძეების და კვანტალიანების უბნების შიდა გზის ბეტონით მოწყობა.
სულ სოფელ მაღლაკში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯულია 30 მილიონ ლარზე მეტი.