- 2021-02-13
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
დღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლებმა თეა შელიას ხელმძღვანელობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, რომელსაც წყალტუბოს მერის პირველი მოადგილე, ზურაბ მაისურაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ასევე, მერიის სოციალური სამსახურისა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ახალი პროექტის განხორციელების შესახებ იმსჯელეს.
კერძოდ, საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ დაწყებაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს:
მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;
კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას.
მერის პირველმა მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ხელი შეუწყოს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც პროექტით გათვალისწინებულ შერჩევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
პროექტის დაწყების და ყველა შემდგომი ნაბიჯების შესახებ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას მერიის ოფიციალური გვერდიდან!
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.