განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი წყალტუბოში დასაქმების წინადადებით შემოდის

დღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლებმა თეა შელიას ხელმძღვანელობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
✅ შეხვედრაზე, რომელსაც წყალტუბოს მერის პირველი მოადგილე, ზურაბ მაისურაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ასევე, მერიის სოციალური სამსახურისა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ახალი პროექტის განხორციელების შესახებ იმსჯელეს.
✅კერძოდ, საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ დაწყებაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
▶️36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს:
▶️მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას;
კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას.
📌მერის პირველმა მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ხელი შეუწყოს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც პროექტით გათვალისწინებულ შერჩევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
✅პროექტის დაწყების და ყველა შემდგომი ნაბიჯების შესახებ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას მერიის ოფიციალური გვერდიდან!
✅პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.