- 2021-02-16
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს 123 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
აშენდა სასწრაფო სამედიცინო ცენტრი – პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 262 452 ლარით დაფინანსდა
140 დევნილთა ოჯახს გადაეცა საცხოვრებლი ბინა
სოფელ გეგუთსა და წყალტუბოში დაიწყო ორი ახალი სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 7 000 000 ლარი იხარჯება
რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა 33 საჯარო სკოლაში -2 091 294 ლარი
დაიწყო პროფესიული სასწავლებლისა და დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა
სრულდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა პროექტის ღირებულება 9 000 000 ლარი..
დასრულდა წყალტუბო-ლენტეხი- ლასდილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 4 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია, ღირებულება – 2 900 000 ლარი.
მიმდინარეობს იუსტიციის სახლი მშენებლობა
რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით დასრულდა 20 საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი – 7 918 093 ლარი.
გზების რეაბილიტაცია დასრულებულია მუნიციპალიტეტის 14 სოფელში და ქალაქის ორ ქუჩაზე
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების 51 პროექტი –
5 167 250 ლარი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 704 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 544 000 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის ორმოდაშვიდივე სოფელში განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების 50 პროექტი
მოწესრიგდა 33 შიდა სასოფლო გზა, გარე განათების ქსელი მოეწყო 10 სოფელში
დასრულდა სოფელ წყალტუბოში (მეორე უბანი) სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები – 629 117 ლარი
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წელს სულ 23 საინიციატივო პროექტის სამუშაოები განხორციელდა, პროგრამის ღირებულება 96 587 ლარი
პროგრამის ფარგლებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, საბავშვო სკვერები, სანაგვე ურნები და ტრენაჟორები დამონტაჟდა .
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების უზრუნველყოფისთვის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ჰქონდა 1 106 300 ლარი. რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 6 ძირითადი და 28 ქვეპროგრამა
სულ ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით დახმარება მიიღო 5000-მდე ოჯახმა
პანდემიიდან გამომდინარე 2020 წელს შეიქმნა საგანგებო ბიუჯეტი, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გამოიყო 51 000 ლარი და დახმარება გაეწია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1050 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს, მათ შორის 150 დევნილს
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადაეცათ 1 თვის საკვები პროდუქტი-3 ეტაპად, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეულის ნაკრები მიიღო 1700-მა პატარამ. მსგავის სახის დახმარებები 2021 წელსაც გაგრძელდება.