გეგუთში, ახალ მშენებარე სკოლასთან, მისასვლელი გზა დაიგება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის მშენებლობა მაისში დასრულდება. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება და 240 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვლიერა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
🔊„ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება სკოლის გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ. ამჯერად მშენებლობის მიმდინარეობა დავათვლიერეთ, რომ შესაბამისად – დათქმულ ვადებში დაიგეგმოს გზის სამუშაოებიც“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გეგუთის გარდა ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ ჩუნეშშიც მიმდინარეობს.