მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობს

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენები დაათვალიერეს და სამუზეუმო გაერთიანების აქტივობებს გაეცნენ.
✅,,გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტურის ის კერაა, სადაც განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ჩვენი ერის საგანძურს, მუზეუმში 35000 ექსპონატია დაცული, პანდემიის პირობებში მუზეუმის თანამშრომლები ცდილობენ აქ დაცული მასალები ინტერნეტის საშუალებით გააცნონ საზოგადოებას, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა, მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა მუზეუმების საერთაშორისო დღე’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
,, წყალტუბო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აქტიურადაა ჩართული მუზეუმების საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიაში, პანდემიიდან გამომდინარე მოგვიხდა ტრადიციული ფორმატის შეცვლა, მუზეუმის ხალხმრავალი ცხოვრება გადაეწყო ციფრულ რეჟიმზე. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომელშიც ონლაინ ჩაერთვებიან ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები, დაგეგმილია გამოფენების მოწყობა ღია სივრცეებში. იმედი გვაქვს პანდემია მალე დასრულდება და ისევ გავაგრძელებთ ყველა დაინტერესებული პირის მუზეუმში მიღებას’’- აღნიშნა წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ია კუხალშვილმა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით ყოველწლიურად 10-15 ათას ლარი იხარჯება წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ექსპონატების რესტავრაციის მიზნით.
+4
1799
ადამიანი მოიცვა
198
Engagements
პოსტის რეკლამირება
37
6 გაზიარება
მომწონს

კომენტარი
გაზიარება