- 2021-08-15
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს სანატორიუმში მცხოვრებ 420 დევნილ ოჯახს ბინები სექტემბერში გადაეცემა.
ეს განცხადება დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
„წყალტუბოში, ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ დაიხურება და 420 ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, უახლოეს მომავალში გადაეცემა.
წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელ კომპლექსი აშენდა. 1
40 ბინა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე გადაეცათ. 420 დევნილი ოჯახი კი ახალ საცხოვრებელს მალე მიიღებს.
“წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი ჯამში, 3000-მდე დევნილი ოჯახი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში” – განაცადა მინისტრმა.
დევნილთა საცხოვრებელი დღეს ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, მინისტრის მოადგილეებმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა – გივი ჭიჭინაძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერეს.
წყალტუბოს მერის თქმით, დევნილთა საცხოვრებელ კმომპლექსში არა მხოლოდ კორპუსების, არამედ შესაბამისი ინსფრასტრუქტურის მშენებლობაც იგეგმება. “ძირითადი გზის სამუშაოები დასრულებულია, მომავალში ვგეგმავთ საბავშვო ბაღის მშენებლობას, გამწვანების სამუშაოებს და დასასვენებელ სკვერების მოწყობას’ – აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.