გარდამავალი პროექტების განხორცილება იწყება

.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით გამოცხადებულია შემდეგი გარდამავალი პროექტების ტენდერები:
1. სოფელ წყალტუბოს (მეორე უბანი) და სოფელ ჩუნეშის დამაკავშირებელი გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია, სოფელ წყალტუბოში მე-10 ქუჩის, სოფელ გვიშტიბში N35 ქუჩის და სკოლასთან მისასვლელი გზების, ასევე სოფელ გვიშტიბში ბეკნარას უბნის გაგრძელებაზე გზების რეაბილიტაციის სამუშაოები;
2. სოფლების ხომულისა და ქვილიშორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ასევე სოფელ ჩუნეშში ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
3.სოფლების რიონისა და სორმონის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
4.ქალაქ წყალტუბოში, გოგებაშვილის ქუჩის N2 ბინის მიმდებარედ გზის რეაბილიტაციის, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების პატრიკეთისა და გეგუთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა.
5.სოფელ მაღლაკში, მე-8 და მე-9 ქუჩებზე გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ;
 6 სოფელ ფარცხანაყანევში, ამაღლების უბანში N60 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია.