წყალტუბოში იუსტიციის სახლი გაიხსნა

   იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წყალტუბოში იუსტიციის სახლი გახსნა
„იუსტიციის სახლი არის ადგილი, რომელშიც ადამიანი ყველაზე კარგად გრძნობს, რომ სახელმწიფო მისი სახლია”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წყალტუბოს იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა.
  სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე წყალტუბოშიც არის შესაძლებელი.
  ახლადგახსნილი იუსტიციის სახლის პირველი ვიზიტორები, რომლებმაც კოვიდბარათები აიღეს, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე იყვნენ.
   წყალტუბოს იუსტიციის სახლი რიგით 27-ეა ქვეყნის მასშტაბით, სადაც
მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.
   წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდა. ასევე, ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძეს საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს იმ სსიპ-ების თანამშრომლებმა, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ.
   იუსტიციის სახლში სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით გაიცემა.
   ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს
и ещё 8
Вы, ოლიკო კირტავა, Anastasia Dolaberidze и ещё 90
Комментарии: 4
Поделились: 12
Нравится

Комментировать
Поделиться