- 2021-11-15
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლების სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ დაათვალიერეს.
„იმერეთის მუნიციპალიტეტებში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტების შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მათ ნაწილზე დასრულებულია ან მიმდინარეობს ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების, სხვა საინჟინრო გადაწყვეტების, რეკრეაციული სივრცეებისა და პარკების მოწყობის სამუშაოები.,“- განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4 წლიანი, ამჟამად მიმდინარეობს მისი პირველი ეტაპით დაგეგმილი პროექტების შესრულება, რომლის საორიენტაციო ღირებულება არის 500 მილიონი ლარია. მისივე განმარტებით, პროგრამის შემდგომი ეტაპები კიდევ უფრო მეტ პროექტებს გაითვალისწინებს და შესაბამისად, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება მნიშვნელოვნად განახლებული, ახალი შესაძლებლობების მქონე სივრცეები
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები