- 2021-11-17
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
18 ნოემბერს,11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში მდებარე უძრავი ქონების (ბიბლიოთეკის შენობა, საკ.კოდი N29.02.31.031) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: მურმან შალამბერიძე/
2. სს „სილქნეტი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული 5 (ხუთი) ერთეული ბოძის (ხაზოვანი ნაგებობა, საკ.კოდი N29.00.452 ) გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: მურმან შალამბერიძე/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: მურმან შალამბერიძე/
4. სს „მაგთიკომი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, გარე განათების ბოძების (ხაზოვანი ნაგებობები) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: მურმან შალამბერიძე/
5. სს „სილქნეტი“–სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად, 2 (ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული 7 (შვიდი) ერთეული გარე განათების ბოძის ( ხაზოვანი ნაგებობა) საკ.კოდი #29.00.636 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: მურმან შალამბერიძე/
6. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის # გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: მურმან შალამბერიძე/
7. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის #გ-49-49210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: მურმან შალამბერიძე/
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.
/მომხს: მურმან შალამბერიძე/