ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

18 ნოემბერს,11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში მდებარე უძრავი ქონების (ბიბლიოთეკის შენობა, საკ.კოდი N29.02.31.031) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

2. სს „სილქნეტი“–სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩის  მიმდებარედ განთავსებული  5 (ხუთი) ერთეული ბოძის (ხაზოვანი ნაგებობა,  საკ.კოდი N29.00.452 ) გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით  გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

4. სს „მაგთიკომი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, გარე განათების ბოძების (ხაზოვანი ნაგებობები) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით,   სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

5. სს „სილქნეტი“–სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად, 2 (ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩაზე განთავსებული  7 (შვიდი) ერთეული გარე განათების ბოძის ( ხაზოვანი ნაგებობა) საკ.კოდი #29.00.636 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

6. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის # გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

7. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის #გ-49-49210295  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.

/მომხს: მურმან შალამბერიძე/