- 2021-11-25
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ისრაელის ქალაქ კირიათ – იამის მერის წარმომადგენელს მურად ფიზიცკის და ქალაქ ტირათ-კარმელის მერიის იურიდიულ მრჩეველს მოშე ელიკს შეხვდა.
მხარეებმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
მურად ფიზიცკიმ და მოშე ელიკმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს კირიათ – იამის მერის დევიდ ევენ ცურის ოფიციალური წერილი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და კირიათ-იამის საპატიო მოქალაქე, ექიმი მერაბ კვიცარიძე.
„ ორ ქლაქს შორის მეგობრული ურთიერთობები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. ოფიციალურად კი საქმიან ურთიერთთანამშრომლობას 2016 წელს მოეწერა ხელი. კიარიათ-იამში წყალტუბოს ქუჩაც არსებობს. მისასალმებელია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება,“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.