- 2021-12-27
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საახალწლო-გამოფენა წყალტუბოში People in Need-მა (PIN), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის LAG Tskaltubo ფარგლებში მოეწყო.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგნილი იყო LAG წყალტუბოს საგრანტო კონკურსით მხარდაჭერილი მეწარმეებისა და LAG-ის წევრების პროდუქცია.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
პროექტი “წყალტუბოს განვითარების ჯგუფი” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში LEADER-ის მიდგომის დანერგვით, ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სექტორთშორისი თანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვას.