- 2021-12-30
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში სარკინიგზო ლიანდაგზე ტაბიძისა და თამარ მეფის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გადასასვლელი კეთდება.
სამუშაოები დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„ამ მონაკვეთზე საავტომობილო გადასასვლელს წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, მითუმეტეს, რომ ამ ქუჩაზეა სახანძრო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ცენტრი და ახალაშენებული დევნილთა კორპუსები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავტომანქანები შემოვლითი გზით მოძრაობდნენ როგორც ქალაქის, ასევე სოფლების: გვიშტიბის, პირველი წყალტუბოსა და გუბისწყლის, ასევე ხონის მუნიციპალიტეტის მიმართულებით .
ჩვენს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ უკვე დაწყებულია ინტენსიური სამუშაოები და სულ მალე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება სარკინიგზო გადასასვლელი, რაც უფრო მობილურს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას. ამ პროექტის განხორციელებაში მხარი დაგვიჭირა „ საქართველოს რკინიგზამ“, რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას “, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.