- 2022-01-06
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით საახალწლო საჩუქრები და პროდუქტები გადაეცათ.
მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ პატარებს მუნიპალიტეტის მერთან ერთად შობის დღესასწაული საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მიულოცა.
,, ქრისტეშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი და სიხარული იყოს ყველა ოჯახში, გადავწყვიტე შობა პირადად მიმელოცა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი და შეჭივრებული ადამიანებისთვის, ვთვლი, რომ ისინი ყველაზე უფრო საჭიროებენ ჩვენს ყურადღებასა და თანადგომას’’-გენადი ბალანჩივაძე
საშობაო ნობათი ამ ეტაპზე 9 მრავალშვილიან და შეჭივრებულ ოჯახს გადაეცა.