- 2022-02-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
პანდემიიდან გამომდინარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი , მოქალაქეებს რეგულაციების სრული დაცვით ყოველი კვირის სამშაბათს და პარასკევს 12:00 საათიდან მიიღებს.
მოქალაქეებს, რომლებიც დახმარებას სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული საკითხების მოსაგვარებლად ითხოვენ, საშუალება ექნებათ შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს და შესაბამის სამსახურებს როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე წინასწარი ჩაწერით.
ოფიციალური მიღების დღეების გარდა, მუნიციპალიტეტის მერი სამუშაო კვირის ნებისმიერ დროს შესაძლებლობის ფარგლებში მზადაა მიიღოს, მოუსმინოს და დაეხმაროს მოქალაქეებს
მისამართი: ქალაქი წყალტუბო, რუსთაველი N 25
საკონტაქტო ნომერი:
595 95 22 59
597 33 03 30