- 2022-01-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში, ცენტრალური გზის ორივე მხარეს დახურული სანიაღვრე კოლექტორების მოწესრიგება გრძელდება, ამ ეტაპზე სრულდება ცხაურების მოწყობის სამუშაოები.
,, წყალტუბო უნდა გახდეს ყველაზე მოწესრიგებული, კომფორტული ქალაქი, გამართული ინფრასტრუქტურა, კურორტის იერ-სახის შენარჩუნება და მისი თანამედროვე ტიპის ევროპულ ქალაქად გადაქცევა არის ჩვენი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტების განხორციელება მალე დაიწყება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ’’-გენადი ბალანჩივაძე.
სანიაღვრე კოლექტორები ქალაქის მთელ რკალზეა განლაგებული და ცენტრალური პარკის ირგვლივ არსებულ არხებს უერთდება, ნალექის დროს სისტემის მოწესრიგების შედეგად ქუჩები აღარ დაიტბორება.