- 2022-01-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს მერი სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციების დაცვის საკითხზე. აღნიშნა, რომ აუცილებელია სადეზინფექციო სამუშაოების რეგულარულად ჩატარება, პირბადეების ტარების კონტროლი, თერმოსკრინინგი და ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი