წყალტუბოს ქუჩები ლუგუსტრუმისა და კვიპასროსის ნერგებით გაამწვანეს

წყალტუბოში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. რუსთაველის ქუჩის რკალზე მრავალწლიანი მცენარეების განაშენიანებისა და განახლების მიზნით 200 ძირი ლუგუსტუმისა და 120 -კვიპაროსის ნერგები დარგეს, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე დარგულია 70 ძირი კოლხური ბზა და 30- ნეკეჩხალი.
📣,,ტურისტულ სეზონს წყალტუბო უნდა შეხვდეს კიდევ უფრო მოწესრიგებული, განახლებული და გალამაზებული. ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსი უნდა გავამართლოთ. იმედია, პანდემია ხელს არ შეგვიშლის და წყალტუბო ტრადიციულად უმასპინძლებს დამსვენებლებსა და ვიზიტორებს’’ – გენადი ბალანჩივაძე
🌲🌳 წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 150 -ზე მეტი ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე მცენარეა დარგული, რაც კურორტს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
+3