- 2022-02-24
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს ცენტრალური პარკის მასშტაბური მოწესრიგება და რეაბილიტაცია დაიწყო.მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების’’ თანამშრომლები რამდენიმე ლოკაციაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, პარალელურად გარე განათების ქსელი ეწყობა და მარადმწვანე მცენარეების სხვლისა და რგვის სამუშაოები სრულდება.
,, წყალტუბოს ცენტრალური პარკი 75 ჰექტარს მოიცავს, დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები, არსებული რეკრეაციული სივრცეებიისა და პარკის ინფრასტრუქტურის განახლება, ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ და საინტერესო პროექტს განვახორციელებთ , პროცესს პირადად გავუწევ მონიტორინგს-‘’ გენადი ბალანჩივაძე
ცენტრალურ პარკში რეკრეაციულ სივრცეებს დაემატება გამწვანებული თარგები, ტერიტორიაზე განახლდება საბავშვო და სპორტული მოედნები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები , სასმელი წყლის შადრევნები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ცენტრალურ პარკში იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების’’ დირექტორი დავით იობიძე.