- 2022-02-25
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან შეკრიბნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
101 წლის წინ 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს. ქართველმა იუნკრებმა წითელ არმიას კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში თავდადებული ბრძოლა გამართეს და გმირულად დაიღუპნენ.