2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულთა დედებს 3მარტი მიულოცეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი და მერი, გენადი ბალანჩივაძე 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულთა ოჯახებს ესტუმრნენ და დედის დღე მიულოცეს.
,, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე გმირი შვილების აღმზრდელებს. ეს ბიჭები არიან გმირობის და ვაჟკაცობის მაგალითი, რომელთაც თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლე შესწირეს ტერიტორულ მთლიანობას. მინდა გისურვოთ, დღეგრძელობა, გამძლეობა, კეთილდღეობა, მშვიდობიან და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება. წყალტუბოს თვითმმართველობა ყოველთვის მზადაა თქვენს გვერდით იდგეს და ეს ჩვენი ვალია’’ – აღნიშნა თეიმურაზ ჭეიშვილმა.
   ” თქვენი შვილები გმირულად დაიღუპნენ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.
 ამ ვაჟკაცების დედებს და მეუღლეებს, გილოცავთ , დედის დღეს. დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, თქვენ განსაკუთრებული მისია გაქვთ ქვეყნის მომავლის წინაშე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა დედას, ვინც ეს მისია ღირსეულად შეასრულა,_ ” აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.