- 2022-03-11
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მერიის ორგანიზებით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარება დღეს გაიგზავნა.
შეგროვდა სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, რომელიც უკრაინელ ხალხს გადაეცემა.
,,უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის და სოლიდარობის მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქციაში საჯარო მოხელეებთან ერთად, კერძო სექტორი, მოქალაქეები და საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაერთნენ. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება’’- გენადი ბალანჩივაძე
ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდა, პროდუქციის დახარისხებაში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას.
ჰუმანიტარული აქციისთვის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყო თანხა. შექმნილია ასევე საგანგებო ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა (ანგარიშის ნომერი- 300258800).
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ჯანდაცვისა და კულტურის დარგის მუშაკებს, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მოხალისეებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ჰუმანიტარულ აქციაში.
ჰუმანიტარული დახმარების აქციაში მონაწილეობის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
საკონტაქტო: 595959072, 595085085, 599359017
მისამართი: რუსთაველის ქუჩა N25; ( წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია)