მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
სისხლის დონაციის აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა.
სისხლის უანგარო დონორი 53 წყალტუბოელი გახდა.
გაღებული სისხლი შეინახება სისხლის ბანკში და საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.