- 2022-03-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შეხვდა.
მერმა წყალტუბოში ოდესიდან ჩამოსულ ორ ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა, მათ მდგომარეობას გაეცნო და დამატებითი დახმარება შესთავაზა.
,,მაქსიმალურად ვეცდებით უკრაინიდან ჩამოსულ ადამიანებს აღმოვუჩინოთ ყველა საჭირო სახის დახმარება, მოვაგვარებთ როგორც მათი სასტუმროებში განთავსების, ასევე, პროდუქტებით დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების გაწევის საკითხებს’’, -განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ამ ეტაპზე, წყალტუბოში უკრაინიდან ჩამოსული 19 პირი იმყოფება.