- 2021-04-29
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კვების პროდუქტების დარიგება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა რამდენიმე ოჯახს სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 320 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის(0-65 000 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და 100 წელს გადაცილებული პირისთვის სასურსათო პაკეტების შესაძენად 16000 ლარი გამოიყო.
ნობათის დარიგებაში მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
პროდუქტი დაურიგდათ „წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის“ აღსაზრდელებს, ხოლო „სათნოების სახლის თითოეულ ბენეფიციარს (სულ 190) პირად ანგარიშებზე 100-100 ლარი ჩაერიცხათ