- 2022-05-05
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში,სოფ. მუხიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, 2022 წლის 19 მაისს, 11:00 საათზე შედგება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (რეგიონული ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა. ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანების თანახმად, განხილვას უნდა ესწრებოდეს საქმიანობის განმახორციელებელი ან/და კონსულტანტი , ასევე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები. სკოპინგის ანგარიში გამოქვეყნებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო).