ბიუროს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ ‘’ 2022 წლის 25 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება- ,,მერსედეს ბენცის’’ მარკის სპეციალიზებული ავტომობილის, საიდენტიფიკაციო ნომერი WDAYMC 949EL820617,სახელმწიფო ნომერი JT570JT -ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიცპალიტეტის კეთილმოწყობის და დასუფთავების გაერთიანებისათვის’’ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. ქალაქ წყალტუბოში, ჭავჭავაძის ქ.№8 ბინაზე პლატონ ხევსურიანის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.