- 2022-11-04
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1 .წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №121(გ-49.49213378) განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის წევრის ლევან ჩანქსელიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრის ხათუნა მაღლაკელიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის #52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.