ბიუროს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ.
2. 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაცია) შენობა- ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ/კოდი #29.07.32.282)პირველ სართულზე განთავსებული 21,67 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით, ფიზიკურ პირზე ნათია ლიკლიკაძეზე სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით (ექვსი) თვის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.