- 2022-02-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.’’
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში და ,,ცივი ტბის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიალის გამართვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დაწესების შესახებ.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთიმოწყობისა დასუფთავების გაერთიანების’’ წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორონგის სამსახურის მიერ 2021 წლის III-IV კვატრალში გაწეული მუშაობის შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2021წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ.
11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
12. შპს ,,მაგთიკომი’’-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, რკინის კონსტრუქციის (ანძა) ანტენის აპარატურის განთავსების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
13. არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის ,, ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი’’- ს მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
15. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.