- 2021-11-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2021 წლის 9(ცხრა) თვის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 9 თვის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II-III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II –III კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.