- 2024-09-22
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, პროექტ “სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის, Smart4Rural” ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო. სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან ქალაქის ცენტრალური ნაწილი და სანატორიუმ „მედეას“ მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში პროექტის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 35 წარმომადგენელზე მეტი მონაწილეობდა. საერთაშორისო პროექტი “სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის Smart4Rural” ხორციელდება ევროკავშირის(INTERREG V-B) შავი ზღვის აუზის ქვეყნების NEXT პროგრამის ფარგლებში, მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან რუმინეთის, მოლდოვას, თურქეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.