„დავასუფთაოთ მსოფლიო – 2022“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა

16 სექტემბერი საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო – 2022“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა. საკრებულოს და მერიის თანამშრომლებმა ქალაქის ტერიტორია დაასუფთავეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.
დასუფთავების აქციას შეუერთდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები.
საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო – 2022“ დევიზია: „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.
„სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ქალაქის სისუფთავეზე და გამწვანებაზე ზრუნვა კი ჩვენი მოვალეობა, მსგავსი სახის აქციები პერმანენტულად მოეწყობა”- განაცხადა წყალტუბო მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქციები ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.