- 2022-03-18
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში დიდთოვლობის გამო, დღეს მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა როგორც ცენტრალური, ასევე, შიდა გზები.
სპეციალური ტექნიკა მუშაობდა ქალაქის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის სოფლებში.
მუნიციპალიტეტის მაგისტრალურ და ცენტრალურ გზებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად დაიწყება გზების წმენდა-მოწესრიგება.