- 2021-12-22
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
23 დეკემბერს, 11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2022 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.
/მომხს: რ.ევაზ დიდავა/
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-სათვის ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 215.0 კვ.მ. ფართის (საკ.კოდი 29.08.34.014.01.508) სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/
4. შპს „დატაკომი“-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით, გარე განათების ბოძების (ხაზოვანი ნაგებობები) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით, გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2022 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/