- 2021-08-09
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
10 აგვისტოს 11:30 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ.
/ მომხს: მურმან შალამბერიძე/
2.2021წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაცია) შენობა- ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
/ მომხს: მურმან შალამბერიძე/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ/კოდი #29.07.32.282)პირველ სართულზე განთავსებული 21,67 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით, ფიზიკურ პირზე ნათია ლიკლიკაძეზე სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით (ექვსი) თვის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/ მომხს: მურმან შალამბერიძე/