ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაცია) შენობა- ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ/კოდი #29.07.32.282)პირველ სართულზე განთავსებული 21,67 კვ.მ. ფართის (ერთი ოთახი) საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით, ფიზიკურ პირზე ნათია ლიკლიკაძეზე სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით (ექვსი) თვის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.