ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

24 სექტემბერს, 11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2020 წელსა და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/მ. შალამბერიძე/

2.ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა #15-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული უძრავი ქონების (საბავშვო ბაღი) საკ. კოდი #29.08.37.163 სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის“ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მ. შალამბერიძე/

3. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მ. შალამბერიძე/

4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N გ-49-49210295  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მ. შალამბერიძე/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და შპს „ორბიტა“-ს შორის 2016  წლის 22 ნოემბერს გაფორმებულ N23  ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მ. შალამბერიძე/

6. საქართველოს საპატრიარქოსათვის (ქუთაის- გაენათის ეპარქიის სასულიერო გიმნაზიისათვის) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის ფორმით,უსასყიდლო აღნაგობით, ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის მე-3 შესახვევის # 12-ში მდებარე,  საკ.კოდით #29.08.34.144 რეგისტრირებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 10500 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილი 3517 კვ. მ. მიწის ფართის, სწავლის პროცესისათვის საჭირო ღია ტიპის სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურული სხვა ობიექტის მოწყობის მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მ. შალამბერიძე/

7. ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მიკროავტობუსის FORD TRANSIT ძრავის მოცულობა -2,4, რეგისტრაციის ნომერი ZZ 123 BB, გამოშვების წელი 2005, რეგისტრაციის თარიღი 02/06/2017 წელი, საიდენტიფიკაციო ნომერი WFOHXXTTFH5J29812 საკუთრებაში  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მ. შალამბერიძე/

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ანდრო ხარაბაძეს შორის 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმებულ N2  ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მ. შალამბერიძე/

9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის  ტრიფონ  სულაკაძის   სახელის მინიჭების შესახებ,’’  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივლისის    № გ-49.49212117 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მურმან შალამბერიძე/

10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2021 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.

/მ. შალამბერიძე/